2011 წელი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს 2011 წლის 3 ივნისის დადგენილებით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ უმთავრეს პრიორიტეტად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- რეგიონალური განვითარების მხარდაჭერა;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) ხელშეწყობა;
- ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერა; ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- გასართობ-სანახაობრივი და შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერა.




