სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის კონკურსი – საუკეთესო ტურისტული პროექტი 24 მაისიდან – 14 ივნისის ჩათვლით გასტანს. იდეები საკონკურსო ელ.ფოსტაზე ideaplus@msy.gov.ge მიიღება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სამინისტროს და ფონდის ოფიციალურ ვებ.გვერდებზე განთავსებული ელექტრონული აპლიკაცია უნდა შეავსონ.
პროექტის „იდეა+“-ის პირველ ეტაპზე სამინისტრო შეარჩევს საუკეთესო იდეებს და განსახილველად გადასცემს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს. სათათბიროს გადაწყეტილებით კი, საუკეთესო პროექტები 2000-5000 ლარამდე ოდენობის გრანტით დაფინანსდება.
კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით პროექტის კონკრეტული მიმართულება არ არის განსაზღვრული, კონკურსანტებს შეუძიათ დაგეგმონ ახალი მარშრუტები, ლაშქრობები და ტურები, შექმნან ტურისტული რუკები და ალბომები, ასევე უმასპინძლონ სემინარებს და კონფერენციებს ტურიზმის სფეროში და სხვა.




